შეხვედრა საქართველოს პარლამენტში






5 მაისს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტების აუდიოჩანაწერების მორიგი მოსმენა მოაწყო.

 

ჩანაწერები ძირითადად ეხებოდა აფხაზეთში რუსეთის მონაწილეობით განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მძიმე შემთხვევებს, რომელსაც მოიძიებს საპარლამენტო კომისია პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცახდა, რომ საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით უნდა მოხდეს აფხაზეთში ჩადენილი ეთნოწმენდის გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა, რასაც მოჰყვება საერთაშორისო საზოგადოებრიობის ადეკვატური რეაგირება.

 

შოთა მალაშხიამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ამ საქმეში აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ აღნიშნა, რომ ”კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული, თუმცა აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ეთნოსზე, არამედ თავად ფაქტებზე; გახლეჩილმა საზოგადოებამ ერთმანეთს სიმართლე უნდა უთხრას, რაც ჩატეხილი ხიდის აღდგენას სჭირდება”; მისი განმარტებით, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions