აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვივნენ

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 3 სექტემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამჯერად 17 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცათ, რომლებიც თბილისში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

ამასთან, ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის 36 მოსწავლეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს წარმოადგენენ, საჩუქრად სასკოლო ნივთები გადაეცათ.

აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.











































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions