მარადიული ხსოვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სამშობლოს ინტერესების დასაცავად აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას. ყვავილების გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო,  ჟიული შარტავას, გენო ადამიას  საფლავები.


დღეს სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმალესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.









Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions