აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა


კვლავინდებურად დისტანციურ რეჟიმში გაიმართა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა თამაზ ხუბუამ, დავით გვაძაბიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, აკაკი გასვიანმა, რუდიკ ცატავამ, რაისა ქარაიამ, თემურ ლორთქიფანიძემ  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს; კერძოდ, 1.“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე. 2 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

 

კენჭისყრით მიღებულიქნა გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს პლენარულმა სხდომამ ხვალ დეტალურად განიხილოს  დღევანდელი პრეზიდიუმის დღის წესრიგის საკითხები.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions