დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეა!

 

წმიდა გიორგისადმი საქართველოს მართლმადიდებელი საზოგადოების განსაკუთრებული დამოკიდებულება მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნიდან იწყება წმინდა გიორგისადმი მორწმუნე მრევლის თაყვანისცემა. იგი დასაბამიდან ითვლებოდა საქართველოს მფარველად. სწორედ ამით არის განპირობებული რომ წმინდა გიორგის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესიების უმეტესობა.

 

უამრავი გადმოცემა, ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი გაჭირვებულთ, სნეულთ, უქონელთ; როგორ აძლიერებდა ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც. სწორედ ამიტომ იყო წმინდა გიორგი გამოსახული საქართველოს მეფეების გერბზე.

 

რწმენა იმისა რომ წმინდა გიორგის ძალა და მადლი კვლავ შეეწევა უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს, კვლავინდებურად მტკიცეა და ურყევი.

 

ამ რწმენით და განწყობით ულოცავს წმინდა გიორგის ხსენების დღეს სრულიად საქართველოს, ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. უპირველესად ჯანმრთელობას, პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას და წმინდა გიორგის შეწევნით გაერთიანებულ, მშვიდობიან ქვეყანაში თანაცხოვრებას უსურვებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად სარწმუნოებისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

შეგვეწიოს დიდი წმინდანი!

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions