პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში საქართველოს პარლამენტში მორიგი ჩვენება მოეწყო

 

 

27 მაისს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული რიგით მეშვიდე დოკუმენტური ფილმის მორიგი ჩვენება მოაწყო. ფილმი ”ორი კატინი” მიეძღვნა პოლონეთში განხორცილებელ ორმაგ ოკუპაციას - გერმანული ფაშიზმისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ.

 

საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გადაღებული ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება იმ სახელმწიფოებში, სადაც რუსეთმა ფაშისტური ქმედებები განახორცილა და შემდგომ ეს სახელმწიფოებიც სათანადო შეფასებას მისცემენ საქართველოში დღესდღეობით მიმდინარე რუსულ აგრესიას. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დამსახურებას 2008 წლის რუსული ოკუპაციის მოვლენების დროს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ფილმი არის ძლიან შთამბეჭდავი და სასურველი იქნება, თუკი ამ პროექტის ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა ჩერქეზეთის, ჩეჩნეთის, აფხაზეთის გენოციდის მიმართულებით, პარალელურად შეიქმნება ფილმი, თუ რას აკეთებს რუსეთი კავკასიაში საუკუნენახევრის განმავლობაში დღემდე, რაზეც შოთა მალაშხიამ განმარტა, რომ ეს თემა არის ამ პროექტის ნაწილი, რომელიც სრულად ნაჩვენები შემოდგომაზე და აგრეთვე კავკასიასთან მიმართებაშიც მზადდება რამდენიმე პროექტი.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions