ნათლისღებას გილოცავთ, თანამემაულენო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, ნათლისღებას გილოცავთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ადამიანთათვის.

 

მაცხოვარი  განწმედას თვითონ კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

 

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. ამ დღეს ღვთის გამოცხადებას ეძახიან, რადგანაც სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი!”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნათლისღების მადლის შეწევნას, მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში დღეგრძელ ცხოვრებას უსურვებს ყველა ჩვენს მოქალაქეს, სრულიად საქართველოს.  „უფალმა მოგვცეს ძალა და უნარი ჩვენ და მთელს სამყაროს - დავამარცხოთ უხილავი მტერი, რომელიც თანამედროვე კაცობრიობას კორონავირუსის - კოვიდ-19 სახით მოევლინა!“-აღნიშნავს ჯემალ გამახარია.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions