შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ინფორმაციები გააკეთეს ცენტრის სპეციფიკაზე, პროგრამებისა და სხვა აქტივობების მრავალფეროვან შემადგენელზე, განსაკუთრებით, აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის ფორმებსა და შინაარსზე.
ბატონმა თამაზ ხუბუამ მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია დევნილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითად მახასიათებლებზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე და სამომავლოდ ჩასატარებელი პრაქტიკული ღონისძიებების თაობაზე. გამოითქვა სრული მზადყოფნა თანამშრომლობაზე მუშაობის ურთიერთგაზიარებული მიმართულებების ერთობლივი იმპლემენტაციისათვის.
შეხვედრის მსვლელობისას გამართულ დიალოგში მონაწილეობა მიიღო თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ, საჯარო მმართველობის დოქტორმა მ.ჯახაიამ.