გაშიშვლებული იმპერიული პოლიტიკა

 

 

 

”პოლიტიკურ ფარსსაც თავისი დაშვებულობის ზღვრები გააჩნია, ყოველ შემთხვევაში რეალური პრაგმატული ინტერესებით გაჯერებულ სახელმწიფო ქმედებებში.

 

ვანუატუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობის სურვილის დაფიქსირება და ამ მოსალოდნელი აქტით სეპარატისტთა და რუსეთის ფედერაციის დიპლომატიის აღტაცება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს წინააღმდეგ რუსული ველიკოდერჟავული, ნეოიმპერიალისტური შეტევის აწ უკვე კომიკური გამოხატულება.

 

რუსეთი, როგორც რეგიონში ახალი წესების დამკვიდრებაზე ამბიციების მქონე ქვეყანა დღითი-დღე შიშვლდება, მაგრამ ჯერჯერობით არა ისე, როგორც ჰებრიდის არქიპელაგის 83 კუნძულზე განსახლებული ვანუატუს მოსახლეობის 90 პროცენტი.

 

დიდი ლოდინი არ უნდა გახდეს საჭირო, რამეთუ ამ უკანასკნელთა ”ჩასაცმელი” მხოლოდ ლეღვის ფოთოლიღა რჩება” - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions