„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში (მინისტრის აპარატში) რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ.
გარდა ამისა, პრეზიდიუმმა ცნობად მიიღო უმაღლესი საბჭოს წევრის ადა მარშანიას უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ.
სხდომაზე იმსჯელეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში (მინისტრის აპარატში) რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნაზე.
დასკვნის თანახმად უარყოფითად არის შეფასებული აფხაზეთის აღმასრულებელ სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და საჭიროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აფხაზეთის აღმასრულებელ სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
კომიტეტის დასკვნა ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის შესახებ აფხაზეთის მთავრობის ზემოდასახელებული განკარგულების მე-2 მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა რეორგანიზაცია უნდა განახორციელონ საჯარო მმართველობის რეფორმასთან მიმართებაში საქართველოს 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განსაზღვრული ხედვების უზრუნველყოფის მიზნით. 2012-2024 წლების სამთავრობო პროგრამის ძირითად მიზნნად გამოცხადებულია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფ აღდგენა და განვითარება და თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, მაშინ როცა პანდემიით შექმნილი კრიზისის დასაძლევად მსოფლიოს ყველა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მთავრობა ეხმარება თითოეულ თავის მოქალაქეს.
კომიტეტს მიაჩნია, მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე არის დაუსაბუთებელი როგორც ზოგადად, ისე პანდემიით გამოწვული კრიზისის დროს, რადგან ათობით საჯარო მოსამსახურე რჩება უმუშევარი შექმნილი ეკონომიკური კრიზისი დროს.
სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.