ნიკოლოზ ქარჩავამ ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობისა და მომავალი გეგმების განხორციელებაზე, ამერიკელი და ქართველი ვეტერანების დაახლოებისა და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ. იგი ასევე შეეხო საქართველოში მცხოვრები ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს.
ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ამასთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამშრომლობის გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს ნიკოლოზ ქარჩავამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების წინაშე განსაკუთრებული თანადგომისათვის საპატიო სიგელი გადასცა.