აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტის ცვლილებები დაამტკიცეს

25 მაისს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შეიკრიბა, რომელზეც პლენარულ სხდომაზე გასატანი საკითხები განიხილეს. სხდომას თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით გვაძაბიას ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი დეპუტატების მონაწილეობით უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში საგანგებოდ იყო შესწავლილი. შესაბამისად, პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა დღესვე,  პლენარულ სხდომაზე მათ გატანას განსახილველად.

დღის წესრიგის პირველი საკითხი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის თაობაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, კოლეგებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, უმაღლეს საბჭოში ახალი კომიტეტის შექმნა აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ სადღეისოდ არსებული ვითარებით იყო განპირობებული. აქვე აღინიშნა, რომ მისი შექმნა არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს და  სახელწოდებით „აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების კომიტეტი“ უმაღლესი საბჭოს შიდა რესურსებით იფუნქციონირებს.  კენჭისყრამდე ვრცელი დისკუსია, ძირითადად, ახალი კომიტეტის სახელწოდების ირგვლივ გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს თამაზ ხუბუამ, რაისა ქარაიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ნაპო მესხიამ, რუდიკ ცატავამ, ადა მარშანიამ, ელგუჯა გვაზავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ანზორ წოწონავამ, თემურ ლორთქიფანიძემ, თემურ მჟავიამ. საბოლოოდ, 14 დეპუტატმა 4-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეგლამენტის ცვლილებას.

 

პლენარულ სხდომაზე  - ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ  და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ სათითაოდ წარმოადგინა ინფორმაცია შვიდი კანონპროექტის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებენ ცვლილებებს საქართველოს შესაბამის კანონში მას შემდეგ, რაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე მხარდაჭერილი პროექტები საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში დამტკიცდება.

 

დეპუტატებმა კენჭი უყარეს  კანონპროექტებში წარმოდგენილ ცვლილებებს:

 

) კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;

) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

)  „პროფესიული განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;

)  „მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;

)  „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;

) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;

)  „სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.



პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა იუსტიციისა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ელისო გვასალია.

 

პლენარული სხდომის  ბოლოს მოისმინეს თემურ მჟავიას და ადა მარშანიას განცხადებები.

 

დეპუტატ მჟავიას განცხადება 9 აპრილის ისტორიული თარიღის მნიშვნელობის გაფართოებას, ამ თარიღის სტატუსის ამაღლების დასაბუთებას და კოლეგებისაგან ამ მხრივ საკანონმდებლო მხარდაჭერას შეეხებოდა.

 

დეპუტატმა ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ ის უმაღლესი საბჭოს და პირადად თავმჯდომარის დავალებით  თბილისში, გამსახურდიას გამზირზე აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრისაგან დაზარალებულებს შეხვდა. მან იმ უმძიმეს შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რაც აღნიშნულმა უბედურებამ მოუტანა იქ მაცხოვრებელთ. „დაზიანებულია წყლის მილები და წყალი არა აქვთ, გასატანია ნარჩენები, დგას გაუსაძლისი - ნახანძრალი, მომწამლავი ჰაერი, რაც სიცოცხლისათვის საშიშია, მათ შორის საფრთხეს ბავშვების ჯანმრთელობას უქმნის.“ როგორც ადა მარშანიამ განაცხადა, ის დაუკავშირდება დედაქალაქის მერს და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, რათა ერთობლივად და დაჩქარებული წესით მოხერხდეს დაზარალებულთა დახმარება.
















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions