აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა


31 მაისს გაიმართა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. მან კომიტეტის წევრები წარადგინა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-სგან კომიტეტის წევრებად რეკომენდირებული არიან ნაპოლეონ მესხია და თამაზ ხუბუა, „მრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის“  - რუდიკ ცატავა და აკაკი გასვიანი, „დემოკრატიული აფხაზეთის“ წევრი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია პირადი განცხადებითაა შემოსული და შესაძლებელია ფრაქცია რამდენიმე წევრით შემოვიდეს კომიტეტის შემადგენლობაში, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატი ადა მარშანია პირადი განცხადებით შემოვიდა კომიტეტის წევრობაზე.



უმაღლესი საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები კომიტეტის შექმნასთან და თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. დეპუტატმა ნაპოლეონ მესხიამ აღნიშნა, რომ ამ კომიტეტის შექმნა მისი დიდი ხნის სურვილია და სასიხარულოა, რომ ის შეიქმნა. მისი აზრით კომიტეტს უნდა უხელმძღვანელოს დეპუტატმა ადა მარშანიამ. კომიტეტის შექმნას ასევე მიესალმნენ და მოსაზრებები გამოთქვეს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია. კომიტეტის წევრმა ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ქალბატონ ადა მარშანიას კანდიდატურის წარდგენას პრეზიდიუმისათვის.

 

ქალბატონმა ადა მარშანიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის და პატივისცემისთვის. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება მისთვის არ არის მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობა, არამედ ჩვენ ამით ვსუნთქავთ, ვცოცხლობთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ კომიტეტის  წარმატებული მუშაობისთვის.



სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა.



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions