აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღეს გამართულმა პლენარულმა სხდომამ აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა განიხილა.

 

სხდომას, რომელიც ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა, უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილე დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ადა მარშანია. მან კოლეგებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა, რომ ის მათთან ერთად თავდადებით, მთელი თავისი შესაძლებლობებით იზრუნებს პრობლემის მოგვარების პროცესის წინ წასაწევად.







































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions