პირველ ივნისს მართლმადიდებელი ქართველობა ქართველთა განმანათლებელის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს არის ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღე. წმინდა ნინოს ხსენების დღეა აგრეთვე მისი გარდაცვალების დღე - 27 იანვარი.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. გადმოცემის თანახმად მას ხელთ ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა.
წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326-327 წლებში გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საკანონმდებლო ორგანოს სახელით ულოცავს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს წმინდა ნინოს ხსენების დღეს; თანამოქალაქეებს წმინდანის შეწევნას, ჯანმრთელობას, კორონავირუსის დამარცხებას, წარმატებას უსურვებს და გაერთიანებული, გაძლიერებული საქართველოს განსამტკიცებლად თითოეულს მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისაკენ მოუწოდებს.