მწერალთა სახლში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

4 ივნისს მწერალთა სახლში გაიმართა მწერალ ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია. მოწვეულ საზოგადოებას შორის იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომელთაც თავისი თანადგომით ხელი შეუწყვეს წიგნის შექმნას და გამოცემას. დამსწრე საზოგადოებას ავტორის თხოვნით სიტყვით მიმართეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვახტანგ ყოლბაიამ და ელგუჯა გვაზავამ. მათ ისაუბრეს ამ წიგნის დიდ მნიშვნელობაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთოებების თვალსაზრისით, იმ საფუძვლებზე რომელზეც დგას, როგორც დღევანდელი, ისე სამომავლო ურთიერთობები. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები რაისა ქარაია და მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები დავით ფაცაცია, ეკა ხოფერია, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია  და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.









Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions