22 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც პრეზიდიუმის წევრთა მიერ იქნა განხილული შემდეგი საკითხები:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების სამოქმედო გეგმისა და პრიორიტეტების საშუალო ვადიანი ბიუჯეტების შესახებ”;
”2012-2014 წლებში დევნილთა მიმართ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის გაგრძელების საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული კონფერენციის შედეგების შესახებ”;
”საქართველოს პარლამენტის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების დროებითი კომისიისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომების ჩატარების შესახებ”;
აგრეთვე იქნა განხილული საკითხი ”საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის (დავით დათუაშვილი) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგინების შესახებ”.
წარმოდგენილ საკითხებზე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო შესაბამისი დადგენილებები.