საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა

5 დეკემბერს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩაატარა საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის მერის, ყოფილი ფეხბურთელისა და მსაჯის გურამ გაბესკირიას სახელობის თასის გათამაშება.

 

ტურნირი, რომელშიც 200-მდე მოზარდი იღებდა მონაწილეობას, 12 გუნდისაგან შედგებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ესწრებოდნენ.

ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს ღონისძიების გამართვისთვის. მისი განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება სწორედ ფეხბურთის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.

ტურნირის დასრულების შემდეგ ჯემალ გამახარიამ მონაწილეებს სამახსოვრო პრიზები გადასცა.






































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions