უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია ამჯერად თბილისში განხორციელდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 29 დეკემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 38 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. თბილისში, იამანიძის (N3) ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზეზე.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა. 


უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია ამჯერად თბილისში განხორციელდა

https://youtu.be/m9lzWapIw2U











































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions