8 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აპარატში კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების ფრაქციებსა და კომიტეტებში გაწევრიანებისა შესახებ. ასევე, მოსმენილ იქნა იფრომაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ და კომიტეტების სხდომებზე დეპუტატების დასწრების შესახებ.
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.