უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დაიხურა

 

 

 

გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იქნა განხილული და დამტკიცებული. ამასთან ერთად, დეპუტატთა კორპუსის წინაშე მოკლე შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ელგუჯა გვაზავა, რომელმაც საგაზაფხულო სასესიო პერიოდოს განმავლობაში უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

 

სასესიო პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარდა 3 სხდომა, სადაც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ”აფხაზეთის კანონის პროექტი ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე”, ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, რესპუბლიკური და ზემო აფხაზეთის (აჟარის) მუნიცეპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშის” დამტკიცების შესახებ” და სხვა, რომელთა ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული ღონისძიება: კონფერენციები, შეხვედრები დევნილი საზოგადოების, სამთავრობო, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. საინტერესო იყო: შეხვედრა-დისკუსია აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე აფხაზეთიდან დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ვიცე-პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან, ლექტორიუმი თემაზე - ”საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ეკლესიის ექსპანიონისტური პოლიტიკის შესახებ” და სხვა.

 

საგაზაფხულო სესიის მანძილზე უმაღლესი საბჭო თავის საქმიანობას წარმართავდა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების დროებით საპარლამენტო კომისიასთან, საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობებთან და მათ სტრუქტურებთან.

 

განხორციელდა რიგი ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიება უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული სრულყოფისა და მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით. კერძოდ, მოხდა რეორგანიზაცია, დაიხვეწა სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სტილი, განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, მოტივაცია, მოწესრიგდა ერთიანი საქმისწარმოების და დოკუმენტბრუნვის მდგომარეობა და ა.შ. ბატონი ელგუჯა გვაზავას თქმით ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე უმაღლესმა საბჭომ დახურულად გამოაცხადა საგაზაფხულო სესია 2011 წლის 1 ივლისიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბება 2011 წლის 5 სექტემბრიდან.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions