უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია ბორჯომში განხორციელდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 1 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 95 და ცხინვალის რეგიონიდან 3 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ბორჯომში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში (სასტ. მთის ხეობა) არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზეზე.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.






































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions