აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ

2 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა და აპარატის უფროსი ზურაბ მებონია თბილისში, სასტუმრო თბილისი-ცენტრალში მყოფ 33 უკრაინის მოქალაქეს შეხვდნენ, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხეს.

 

შეხვედრას ესწრებოდა სასტუმრო თბილისი-ცენტრალის ხელმძღვანელობა. თამაზ ხუბუამ და ზურაბ მებონიამ მიიღეს დეტალური ინფორმაცია უკრაინელი მოქალაქეების მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ.

ამასთან, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა შემდგომი კომუნიკაციისთვის და დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. უკრაინის მოქალაქეებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions