დედის დღეს გილოცავთ!
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დედის დღეს ულოცავს ყველა დედას, ყველა ქალბატონს.

„დედა - სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი და უანგარო სიყვარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს“. „განსაკუთრებული მილოცვა და ნუგეში სამშობლოსათვის შეწირულ შვილთა დედებს... შვილმკვდარ დედებს... სნეულებასა შინა მყოფ შვილთა დედებს... ემიგრანტ დედებს... უფალმა გაგაძლიეროთ და მოგცეთ ყველას სულის სიმშვიდე. ღვთისმშობლის მადლიანი კალთა გფარავდეთ მუდამ“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით ყველა დედას კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions