ჯემალ გამახარია: „შედეგები პუტინისთვის იგივე იქნება, როგორც ჰიტლერისთვის“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, პროგრამა, მეთოდები და სხვა ყველაფერი რასაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ახორციელებს, ანალოგია 1920 წლის ჰიტლერის გეგმების, რომელიც სწორედ 24 თებერვალს დაიწყო.

 

„უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. 24 თებერვალი პუტინმა შემთხვევით არ შეარჩია. ეს არის ჰიტლერის ფაშისტური პარტიის დაბადების დღე. 1920 წლის 24 თებერვალს მან ჩაატარა დიდი კრება, სადაც გამოცხადა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ჩამოყალიბება. პროგრამაც კი დაამტკიცეს, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინის პროგრამას. დასავლეთიდან შემოჭრა, დილის 04:00 საათზე და სხვა ყველაფერი გვაგონებს ფაშიზმს და ანალოგია ძალიან აშკარაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მას ზუსტად ჰიტლერის ბედი ელის საბოლოო ჯამში. მისი მეთოდებით იბრძვის, მისი იდეოლოგიით იბრძვის, მისი ხერხებით იბრძვის და შედეგებიც პუტინისთვის იგივე იქნება, რაც ჰიტლერისთვის“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions