ჯემალ გამახარია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი„-ს გახსნით ღონისძიებას დაესწრო

13 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ გახსნით ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობისა და უცხოეთში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საელჩოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დიასპორის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი კონსტანტინე გამსახურდია და კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი, ასევე გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დირექტორი, გაერთიანებულ სამეფოში ქართულ საქმეთა კოორდინატორი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი.

ჯემალ გამახარია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ვრცლად ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე და ღონისძიების ორგანიზატორებს წარმატებები უსურვა.






































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions