აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

 

20 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის და  პლენარული სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, თანამოხსენებით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის დასკვნა წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.

 

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, ადა მარშანიამ,  ნუგზარ მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, ზურაბ ჯგუბურიამ, გია გვაზავამ.

 

სხდომას უძღვებოდა და დისკუსიის შედეგები შეაჯამა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.









Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions