21 ივლისს აფხაზეთის დევნილი საზოგადოების უხუცესთა შეკრება შედგა

21 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დევნილი საზოგადოების უხუცესთა შეკრებაში. 

განხილული იქნა აფხაზ უხუცესებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარების, ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორთან საქმიანი თანამშრომლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში სახალხო დიპლომატიის კუთხით ჩართულობის საქმეში აფხაზეთის უხუცესთა ადგილის განსაზღვრის საკითხები.

შეიქმნა ამ და აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე აფხაზეთის დევნილი უხუცესების სამოქმედო პროგრამის შემუშავებისა და უხუცესთა საერთო კრების მომზადების საკოორდინაციო მუშა ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელობა ღონისძიების მოსამზადებელ პერიოდში დაეკისრა ბატონ თ.ხუბუას.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions