უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა

4 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მოისმინეს ანგარიში უმაღლესი საბჭოს ბიბლიოთეკის პროექტის - „აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ მიმდინარეობის შესახებ.

 

დამსწრეთა წინაშე ვრცელი ანგარიშით წარსდგა პროექტის კოორდინატორი, უმაღლესი საბჭოს მოწვეული სპეციალისტი რიტა ცინდელიანი. მან ვრცლად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს ბიბლიოთეკის მუშაობის მიმართულებებზე და ბიბლიოთეკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელმაც სხდომის დაწყებისთანავე ქალბატონ რიტა ცინდელიანს მიულოცა მშვიდობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ „მშვიდობის ელჩი“-ს სიგელით დაჯილდოვება. ამასთან, ვრცლად ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, კომიტეტის წევრები ზურაბ ჯგუბურია, რაისა ქარაია, ჯემალ საჯაია, ეთერ ასტემიროვა, ასევე უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები. ჯემალ გამახარიამ დადებითად შეაფასა და გაიზიარა კოლეგების მოწონება განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, სტუდენტები, აფხაზეთიდან დევნილი ლუკა ღურწკაია, მისი მეგობრები დავით დუდუჩავა და არსენ არაქელოვი. ლუკა ღურწკაიამ სხდომის მონაწილეებს გააცნო თავიანთი იდეა აფხაზეთის თემაზე ვიდეორგოლების გადაღების შესახებ, რამელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. იდეის მიზანია ფართო მასებისთვის აფხაზეთის უკეთ გაცნობა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მხარდაჭერა აღუთქვა ახალგაზრდებს და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს დეპუტატებმა რაისა ქარაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა.
























































































































































 

 

 













































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions