2011 წლის 17-18 სექტემბერს ხობში გამართულ მე-5 საერთაშორისო ფესტივალ ”სიმღერა სამეგრელოზე” მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, რომელმაც დასკვნით საღამოზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა საქართველოს დამსახურებული ფეხბურთელები, ვლადიმერ ბარქაია, მურთაზ ხურცილავა და გიორგი სიჭინჯავა.