უმაღლეს საბჭოში გაფართოებული საკომისიო სხდომა გაიმართება

 

26 სექტემბერს, 14 საათზე ჩატარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელზეც გაიმართება დისკუსია აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების შესახებ.

 

აფხაზეთში მომხდარი ეთნიკური წმენდის საკითხებზე მოხსენებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ვ.გვარამია წარსდგება. დისკუსიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions