უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ზოგიერთი პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საკითხი.
საუბარი შეეხო კომიტეტების საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების, კომიტეტების მუშაობაში უმაღლესი საბჭოს წევრების მაქსიმალური ჩართვისა და რეგლამენტის მოთხოვნების სრულყოფილად შესრულების ცალკეულ საკითხებს. ასევე, კომიტეტების მუშაობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებისა და მათი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე.
გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს 2023 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნის ცალკეული საკითხები.
კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წარსდგა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს თამაზ ხუბუამ, რუდიკ ცატავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, მურმან კვარაცხელიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა.
წინადადებების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხები გადაეცეს კომიტეტებს განსახილველად.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.