აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის პერსონალური გამოფენა

 

21 ოქტომბერს, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ვალერი ჩარგაზიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც მისი 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დევნილობის პერიოდში შესრულებული ნამუშევრები. აფხაზეთელი მხატვრის მუდმივი თემა, ცხადია, აფხაზეთის პეიზაჟები და გამორჩეულად საყვარელი ადგილებია.

 

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ინიციატივით იმართება. გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

 

ვალერი ჩარგაზია დაიბადა აგუბედიაში (ოჩამჩირეს რაიონი), სწავლობდა სოხუმის სამხატვრო სკოლაში, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. არის 2000-2008 წლებში თბილისში, ბაქოში და სხვადასხვა ქალაქებში გამართული არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენების ორგანიზატორი და მონაწილე.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions