უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

9 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.









































































































 



















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions