აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა

10 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტების გამოთხოვის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ;

უმაღლესი საბჭოს ეთიკის საბჭოს შემადგენლობის როტაციის შესახებ.

პირველ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სიტყვა მისცა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცედურა დაიწყო და დაჩქარებული წესით მოხდა საკითხის განხილვა ფრაქციებსა და კომიტეტებში, შემოსულია შესაბამისი დასკვნები იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში. იურიდიული კომიტეტი თვლის, რომ საკითხი მომზადებულია პლენარულ სხდომაზე განსახილველად და შესაძლებელია განხილვის შემდეგ  მისი კენჭისყრაზე გატანა.  რის შემდეგმაც  უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ზემოხსენებული კანონპროექტის გამოწვევის შესახებ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო კვირიდან ახალი კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება გატანილი განსახილველად და გამომდინარე იქიდან, რომ მასში შეტანილია ცვლილებები და მასთან დაკავშირებით განსახილველი ბევრი არაფრი არ არის ის იქნება მიღებული.

მეორე საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რეგლამენტის თანახმად კომიტეტმა თხოვნით მიმართა ფრაქციებს და ფრაქციებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველ წელიწადს უნდა მოხდეს ეთიკის საბჭოს შემადგენლობის როტაცია მოგვაწოდეს წინადადებები და კვოტების შესაბამისად მოგვაწოდეს შემდეგი კანიდატურები: ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ - თამაზ ხუბუა, ბორის კაკუბავა, ადა მარშანია, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ - ნუგზარ მგალობლიშვილი, რაისა უბილავა, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“- ელგუჯა გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია. უმაღლესმა საბჭომ ცნობად მიიღო აღნიშნული მოხსენება კანდიდატებთან დაკავშირებით და კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი მათ არჩევას ეთიკის საბჭოში. რის შემდეგაც უკვე თვითონ ეს შემადგენლობა აირჩევს ეთიკის საბჭოს თავმჯდომარეს.

სხდომები ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.























































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions