ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა

 

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს   წევრებმა და აპარატის მუშაკებმა, აფხაზეთის სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთათვის სისხლი გაიღეს. როგორც ცნობილია, თანამედროვე მედიცინაში ლეიკემიის საწყისი სტადია განკურნებადია, თუმცა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მაქსიმალურად მოკლე ხანში სჭირდებათ ახალი სისხლის მიწოდება.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას სიტყვებით: „ერთი ადამიანისგან გაღებული სისხლი განკურნებაში ეხმარება სამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს. დღევანდელი ჩვენი აქციაც ამ მიზანს ემსახურება. მართალია, ეს ძალიან მინიმალური და სიმბოლურია, თუმცა, ვფიქრობ მნიშვნელოვანი.  ბავშვები ჩვენი მომავალია  და თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენა ძალიან ბევრს ნიშნავს”.


 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions