ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

 

2023 წლის 5 აპრილს, ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2022 წლის ოქტომბერში გამართული წინა შეხვედრის შემდგომ განვითარებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული მოვლენები.

„უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საკვანძო როლს, რომელსაც ასრულებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, როგორც პლატფორმა პროგნოზირებადობისთვის და დიალოგისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ აზრთა ინტენსიური გაცვლის შემდეგ, მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე. სამწუხაროდ, დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო.

თანათავმჯდომარეებმა აცნობეს მონაწილეებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამართვას 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში გეგმავენ და ელოდებიან ყველა მონაწილის მიერ დადასტურებას“, – აღნიშნულია ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.



https://1tv.ge/news/djenevis-saertashoriso-diskusiebis-tanatavmjdomareebi-molaparakebebis-57-e-raundtan-dakavshirebit-ganckhadebas-avrceleben/ 


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions