უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 11 აპრილს ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 14 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ მარნეულში მდებარე ერთერთ კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ზურაბ კობახიძემ და გიგა შელიამ გადასცეს.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ზრუნავენ რთულ ვითარებაში მყოფ დევნილ ოჯახებზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. საჭიროა მეტი რესურსის გამოძებნა დევნილთა დასახმარებლად.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა
https://youtu.be/wnj68vpso1w



 

 

 














































































































 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions