აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 12 აპრილს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 260 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ზესტაფონში, ზუგდიდში, რუხში და ახალსოფელში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ხვიჩა ქარდავამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით - „ამ მძიმე დროს, როდესაც უამრავ ადამიანს უჭირს სტაბილური საარსებო წყაროს გამოძებნა, აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. უმაღლესი საბჭოს წევრთა, აპარატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი შემოწირულობები განკუთვნილია სწორედ დევნილთა დახმარებისთვის. მოხარული ვარ, რომ ეს დახმარება უკვე ათასობით ოჯახმა მიიღო“.

აქციის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს სახელით დამდეგი აღდგომა მიულოცა დევნილ მოსახლეობას. უსურვა მათ ჯანმრთელობა, სულიერი აღდგომა, რწმენაში გაძლიერება, ყველაზე სანუკვარი ოცნებების აღსრულება და ქვეყნის გამთლიანება.

დევნილებს დამდეგი აღდგომა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღვაწლისათვის თეიმურაზ მჟავიამ. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია გამოხატული მინიმალური ყურადღებაა შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი, იგი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია.

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე თემურ ბოკუჩავა, თანამშრომლები ოთარ ჩიკვატია და სხვა.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდა - 12.04.2023
https://youtu.be/QdqiJx2MOJs


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია - 12.04.2023
https://youtu.be/bVlV42zPlMg
























































































































































































































 





































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions