თამაზ ხუბუა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორს ეკა წივწივაძეს შეხვდა

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ მუშა შეხვედრა გამართა აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის დირექტორთან ქალბატონ ეკა წივწივაძესთან.

შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების წინაშე მდგარი ამოცანების რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფის აქტუალური მიმართულებები, მოხდა ამ სფეროში მხარეების პოზიციების ურთიერთგაზიარება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა აფხაზეთის ტელევიზიის შექმნისა და აფხაზეთში, საქართელო საომარი მოქმედებების 30-ე წლისთავისა და რუსეთის მიერ ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მე-15 წლისთავის თარიღების ობიექტური შეფასებების საზოგადოებისთვის მიწოდების აუცილებლობას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ და განსახილველ თემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ, საჯარო მმართველობის დოქტორმა მაია ჯახაიამ.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions