საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდება

 

17 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აწყობს სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრას, რომელიც გაიმართება ”მაგთი-ჯაზ-კლუბში”.

 

ამასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II შეხვდება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს და დალოცავს მათ.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions