ჯემალ გამახარია კვალითის საჯარო სკოლას ეწვია

22 მაისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კვალითის საჯარო სკოლის ინიციატივით, „აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით - „აფხაზეთი საქართველოა", რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი კახაბერ კუპატაძე, სოფ. კვალითის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან შარიქაძე, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

შემოქმედებით საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე, მხატვრულ-ლიტერატურული ენით აღწერეს აფხაზეთის კონფლიქტის ტრაგიკული მოვლენები. შესრულდა სიმღერები და ცეკვები აფხაზეთის თემატიკაზე. საღამოს მსვლელობისას ქართველმა მოზარდებმა მიმართეს აფხაზ თანატოლებს და ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის გამთლიანებისკენ მოუწოდეს.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კვალითის სკოლის მოსწავლეების მიერ მოწყობილი სპეციალური ექსპოზიცია სახელწოდებით - „წერილები აფხაზ თანატოლებს“.

შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მიმართა. მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვა, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის მონაწილეობით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს ლამაზი საღამოსთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.


ჯემალ გამახარია კვალითის საჯარო სკოლას ეწვია

https://youtu.be/r5Kmn3Kvsdo











































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions