ჯემალ გამახარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილეს ზაზა შეყილაძეს შეხვდა

25 მაისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილეს ბატონ ზაზა შეყილაძეს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ კონტროლთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები; იმსჯელეს კონკრეტულ, მათ შორის წინა წლებიდან მემკვიდრეობით გადმოსული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის აუცილებლობაზე; შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლობენ სახელმწიფო აუდიტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

 

ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა ბატონ ზაზა შეყილაძეს უმაღლეს საბჭოში მობრძანებისთვის და საქმიანი წინადადებებისთვის, რომლებიც დაეხმარება მხარეებს არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თემურ ურიდია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

































































 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions