აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!

„26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან იღებს სათავეს. მრავალი თაობა იბრძოდა საქართველოს თავისუფლების მოპოვებისთვის და განმტკიცებისთვის. დიდება და პატივი მათ, ვინც იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის და თავი შესწირა მის დამოუკიდებლობას“.

 

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით და დიდი სიხარულით, გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ ჩვენს ერს ბედნიერებასა და კეთილდღეობას, ყველას ერთად გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში!“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ - დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი!

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions