უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს

31 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს.

 

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას; დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით უზრუნველყოფას; დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ქვეყნის კანონმდებლობაში არსებულ მდგომარეობას, ამ თვალსაზრისით სამინისტროს მიერ გატარებულ საქმიანობას; დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების საბიუჯეტო წლის ბოლომდე განხორციელებას, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის დაფინანსებას, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებსა და სხვა საკითხებს.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, რაისა ქარაია, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, ელგუჯა გვაზავა, ანზორ წოწონავა. გაიმართა საინტერესო დისკუსია.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა სახელმწიფო დაცვის ორგანოებში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისათვის, გამორჩეული კეთილსინდისიერებისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, ვიცე-პოლკოვნიკ სპარტაკ ზურებიანს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

























































































 

 



















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions