აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს დალი ჯონჯუას გარდაცვალების გამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ უმაღლესი საბჭოს პრესსპიკერის დალი ჯონჯუას გარდაცვალების გამო.

 

"უდიდეს ტკივილს გამოვხატავთ ჩვენი მეგობრის და კოლეგის, დალი ჯონჯუას გარდაცვალების გამო. ის იყო აფხაზეთის და სრულიად საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, მაღალი დონის პროფესიონალი, განსაკუთრებული სითბოს მატარებელი პიროვნება, ერთგული მეგობარი. ვუსამძიმრებთ დალის ოჯახის წევრებს, მეგობრებს. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული".

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions