აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე მადინა ბოკერია-კრიზი დაჯილდოვდა

18 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ჩეხეთის რესუბლიკაში ქართული დიასპორის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ქართველ ემიგრანტთა განათლების, კულტურის, ჯანდაცვის და დასაქმების სფეროში გაწეული საქმიანობისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე მადინა ბოკერია-კრიზი (წარმოშობით სოხუმიდან) დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

ქალბატონ მადინას საქართველოში ვიზიტისას თან ახლდა მეუღლე ვლადიმერ კრიზი, ცნობილი ჩეხი იურისტი, პრაღის ერთ-ერთი ცნობილი იურიდიული (საადვოკატო) კომპანიის  დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია.









































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions