ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალისტი ბესარიონ ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი მაია გელანტია, სოხუმისა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის მეგობრები და ოჯახის წევრები, სხვა მოწვეული სტუმრები.
მისასალმებელი სიტყვით უცხოეთიდან ჩაერთო სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე. ღონისძიება მიყავდა პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძეს, რომელმაც ასევე წაიკითხა მოხსენება თემაზე „ენობრივი პოლიტიკა აფხაზეთში წარსულში და ამჟამად“. გამომსვლელებს შორის იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი მარინე ტურავა, ასისტენტ პროფესორი გვანცა გვანცელაძე, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის შვილიშვილი გიორგი ჭანტურია და სხვები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა, რომ აფხაზური ენა ჩვენს მიერ აღიარებულია სახელმწიფო ენად აფხაზეთში და ეს არის კონსტიტუციური ნორმა, აფხაზური ენა საერთოდ წარმოუდგენელია ქალბატონი ქეთევანის გარეშე. სწორედ ქალბატონმა ქეთევანმა ჩაუყარა საფუძველი აფხაზურ ენათმეცნიერებას. ის ძალიან უყვართ აფხაზეთში, მისი წიგნები იქ გამოიცემა, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში გამოიცემა და ამ წიგნების მიხედვით სწავლობენ თავიანთ ენას. სწორედ ასეთი ადამიანი არის ხიდი ორ საზოგაოებას შორის ურთიერთობაში, ნდობის აღდგენაში. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.
ჯემალ გამახარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის სახელობის აუდიტორიის გახსნას დაესწრო
https://youtu.be/DSfb_rNPkRM