უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს

30 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ.

ბიუჯეტთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა. წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცებას.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.









































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions