აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ სტუდენტურ კონფერენციაში - „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება" მიიღო მონაწილეობა

 

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 31 ოქტომბერს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია - „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, შავი ზღვის აკვატორიის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე სტუდენტებმა და ექსპერტებმა.


კონფერენციის ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ტერიტორიაზე შავი ზღვის აკვატორიის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების პრეზენტაცია.

კონფერენციის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რევაზ ბერულავა გახდა, მეორე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა კესანე არშბამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე კობაიძე გავიდა. გამარჯვებული ნაშრომების ავტორებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ
სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.


კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიება ხელს შეუწყობს პროდუქტიული, მდგრადი, შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვაზე ორიენტირებული ინიციატივების გაზიარებასა და შემდგომი აქტივობების დასახვას.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 1996 წლიდან აღინიშნება.















































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions